Thursday, October 17, 2019

10 ოქტომბერს დავასრულეთ სოციალური პროექტი ჩემს პატარებთან  და მათ მშობლებთან ერთად,მართალია პროექტი მოკლევადიანი იყო,მაგრამ ძალიან ხალისით და ენთუზიაზმით ჩაერთნენ მასში მონაწილეები.პროექტის სახელწოდებაა,,ოთხფეხა მეგობრები'' მიზანი ამ აქტივობისა იყო:
მოსწავლეების დაინტერესება და დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ცოცხალი ორგანიზმების(ცხოველების)მიმართ.მისი განხორციელების პროცესში ბავშვებმა შეძლეს
პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით;
ორგანიზმების დაჯგუფება, ჯგუფების დახასიათება დაშედარება,
ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებებისადამათზეგარემოფაქტორებისზემოქმედებისშესახებ.
პროექტული სწავლება პირველკლასელთათვის ცოტა უცხოა ,მაგრამ ერთობლივი შრომით მიზანს მივაღწიეთ,ბავშვებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ოთხფეხა მეგობრებზე,წარმოადგინეს თვალსაჩინოება,მოახერხეს პრეზენტაცია.ვფიქრობ პროექტის შემდეგ მათ მეტი ემპათია გაუჩნდათ ცხოველების მიმართ.
ძალიან საინტერესოდ წარიმართა კოლეგებთნ სამუშაო შეხვედრა,რომლის ორგანიზატორი გახლდათ თეა დოლაკიძე.ელექტრონული რესურსების გამოყენება ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას საინტერესოს გახდის,ვფიქრობ მოსწავლეებიმსგავსი აქტივობების გამოყენებით მეტი ხალისით ჩაერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.

Tuesday, October 8, 2019

წრის სამუშაო შეხვედრები

რუფოთის საჯარო სკოლაში 2019 2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში I კლასის მოსწავლეებისთვის მუშაობას იწყებს ქართული ენისა ლიტერატურის წრე .
წრის წევრებთან შეხვედრა შედგება ყოველ სამშაბათს გაკვეთილების შემდეგ 35 წუთის განმავლობაში.
საწრეო მუშაობის მიზანი
*სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში
*
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გაგება-გააზრება
*
სასკოლო-სოციალურ გარემოში ჩართვა
*
ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება
*
მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენა-გაგება
*
ყურადღების მობილიზება
აქტუალურობა:
ზეპირმეტყველება (მოსმენა და ლაპარაკი) უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ცოდნის შეძენისა და ენობრივი უნარების განვითარების პროცესში.
წრის მუშაობის შედეგად მოხდება სასკოლო ჩვევების ჩამყალიბება-განვითარება,მოსწავლის აქტივობის სწორი წარმართვა , სწავლის მოტივაციის შექმნა.გამოყენებული იქნება ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები.მუშაობა წარიმართება -ასო ბგერითი მიმართებების მხრივაც.
გამოვლინდება მოსწავლის შემოქმედებით უნარები და მოახდება მის შემდგომი განვითარება. მოსწავლეებს,რომლებსაც მეტ-ნაკლებად აქვთ განვითარებული სამეტყველო უნარები,წაახალისებს და მოტივაციის დონეს გაუზრდის წრის მუშაობაში გამოყენებული საინტერესო და სახალისო აქტივობები.
წრის სამუშაო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
წრის ხელმძღვანელი:ნუნუ მორალიშვილი
რუფოთის საჯარო სკოლის პირველკლასელთათვის ფუნქციონირება დაიწყო მათემატიკის წრემ,პირველის სემესტრის მანძილზე მოსწავლეები საინტეესოდ,თამაშ-თამაშით ეზიარებიან მათემატიკის საკითხებს.პროგრამა იხილეთ აქ:

Sunday, July 6, 2014

პროექტის პორტფოლიო







დღეს  ბოლო დღეა.  დატვირთული  და საინტერესო მუშაობა გვქონდა,მუშაობამ ხალისი და ენერგია შემმატა,ბვერი რამ ახალი ვისწავლე,კმაყოფილი ვარ და მადლობას ვუხდი ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს,რომელიც ყველა კითხვაზე ამომწურავდა გასაგებ პასუხს იძლეოდა დაუზარებლად.